global distribution
გარე ავეჯი

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. 

“უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას უახლესი მოვლენების შესახებ, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნებისა და დემოკრატიული უკუსვლის შესახებ“, - აღნიშნულია ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საბჭო განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ უახლეს მოვლენებს, გაცვლის მოსაზრებებს ევროკავშირსა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს შორის ურთიერთობებზე.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრებენ. მიმდინარე მოვლენების ფარგლებში კი მათ მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოს, მოლდოვასა და სუდანის საკითხებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა საქართველოს დროით 11:15 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

103