
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება შემდეგ უბნებს:
კრწანისის რაიონში
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ანდრო ჟორდანიას, ლევან ღოღობერიძის და ვირსალაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საავიაციო ქარხნის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს, ხომლელის და იარაჯულის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყუშიტაშვილის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ლვოვის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, მამია ალასანიას, ცხინვალის, ბუდაპეშტის, შალვა ნუცუბიძის, ტაშკენტის, ლომონოსოვის, ონიაშვილის და მარუშიძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, დავარის, ოთხი ათასი მესხის, მირიან მეფის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ასმათის, ვეფხისტყაოსნის, ავთანდილის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონში
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დავით ბაქრაძის, ვანის, სტანისლავსკის, ევდოშვილის, ფიფიას, სოხუმის, ზუგდიდის, ბაგრატიონის, თევდორე მღვდლის, ბათუმის, კედიას, ცემის და ფოთის ქუჩების მოსახლეობას.