global distribution
ავერსი გარე ავეჯი

დიდ ბრიტანეთში დანით თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, თავდასხმა კემბრიჯშირში, მატარებელში მოხდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, მათგან ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა.

ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, „თავდასხმის გარემოებებისა და მოტივაციის დასადგენად“ გამოძიება კონტრტერორისტულ სამსახურთან ერთად მიმდინარეობს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მომხდარს „ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტი“ უწოდა.

„მატარებელში, ჰანტინგდონის მახლობლად მომხდარი საშინელი ინციდენტი ღრმად შემაშფოთებელია“, - დაწერა სტარმერმა X-ზე.

92