gorgia
ავერსი legi

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერი ხანძარია. როგორც „ბიზნესთაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია. 

„თავდადებულისკენ არის, საშინელი კვამლი და სუნი — თითქოს საბურავები იწვის,“ — განუცხადა „ბიზნეს თაიმს“ დიდი დიღმის მცხოვრებმა.

ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. 

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

79