gorgia
ავერსი legi

ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტიდან ოთხი რეისი გაუქმდა. როგორც აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, 00:00-დან 10:00-მდე დაგეგმილი 44 ფრენიდან 4 რეისი გაუქმდა. აქედან სამი რეისი სტამბოლის, ერთი კი ანტალიის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო. 

გაუქმებული რეისებია:

  • Pegasus - სტამბოლი;
  • Pegasus - ანტალია;
  • Turkish Airlines - სტამბოლი;
  • Ajet - სტამბოლი;

წყარო: BMG

113