jan-medi
ავერსი გოლდენ ბრენდი

 უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გლდანში. ახმეტელის მეტროსთან დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, ასევე იმყოფებოდნენ გამგეობის წარმომადგენლები.

როგორც ადგილზე მყოფმა გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კალაძემ განაცხადა, ამ დროისთვის მიწისქვეშა გადასასვლელიდან წყალი უკვე ამოტუმბულია.

„უხვმა ნალექმა დიდი პრობლემა შემქნა მხოლოდ მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელში. შესაბამისი სამსახურის ჩართულობით მოვიდა სამაშველო სამსახური. ადგილზე ვიყავით ჩვენც, გამგეობის წარმომადგენლები და ვეხმარებოდით მოქალქეებს ამ ტერიტორიიდან გამოსვლაში. უზრუნველვყავით, რომ ელექტროენერგია გათიშული ყოფილიყო მხოლოდ კონკრეტულ ლოკაციაზე, რათა საფრთხე არ შექმნილიყო ამ კუთხით. ამ დროისთვის წყალი ამოტუმბულია, გადაადგილება უკვე შესაძლებელია და გაიხსნა მაღაზიებიც“, – განაცხადა ბესიკ კალაძემ.

85