მე არ მქონია ასეთი აღქმა, რომ პრემიერს მადლობა არ გადაუხდია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირასკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას სხვა მინისტრებს მადლობა გადაუხადა, მას კი არა.
რაც შეეხება იმას, რომ გუშინ ის საპატრიარქოში იმყოფებოდა, ტიკარაძე ამბობს, რომ პატრიარქს შეხვდა და მასთან ერთად მისი მოადგილე თამარ გაბუნია იმყოფებოდა.
„ეს ჩვეული წესია. გუშინ იყო ბარბარობა. პატრიარქმა დამლოცა ჩემს მომავალ გზაზე. სხვა საუბარი არ ყოფილა",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.