ეროვნულმა ბანკმა 6 სავალუტო პუნქტი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სებ-ი ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, დაჯარიმებულია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურები: შპს „სალიუტი“, შპს „მიქე 022“, ასევე ინდმეწარმეებად გაფორმებული სავალუტოები, „მაია ავსაჯანიშვილი“, „რესან ნაგერვაძე“, „ნარინე თუმასიან“ და „ჯიმშერ მსხალაძე“.
თითოეულისთვის ინდივიდუალურად დაკისრებული ჯარიმის მოცულობა 2000-3000 ლარს შეადგენს, ჯამურად კი 17 000 ლარს.
რაც შეეხება მიზეზებს, როგორც ეროვნული ბანკის განმარტებაში ვკითხულობ, 5 ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის ფულადი სანქციის დაკისრების მიზეზი გახდა ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დარღვევა. რაც სებ-ის განცხადებით, ითვალისწინებს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული დარღვევა დაფიქსირდა შემდეგ სავალუტოებში: შპს „სალიუტი“, შპს „მიქე 022“, „მაია ავსაჯანიშვილი“, „რესან ნაგერვაძე“ და „ჯიმშერ მსხალაძე“.
რაც შეეხება ი.მ "ნარინე თუმასინის" სავალუტი ჯიხურს, ეროვნულ ბანკის მიერ წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მას ჯარიმა დაეკისრა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის დარღვევის ფაქტზე. რაც ითვალისწინებს 2000 ლარიან სანქციას.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 23 დღის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა უკვე ჯამში 35 სავალუტო პუნქტი დააჯარიმა.