gorgia
ავერსი legi

ევროპარლამენტში მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მექანიზმის განახლების შესახებ აქტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების ახალი წესები ხელმოწერის ცერემონიიდან მეოცე დღეს, ანუ დეკემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება. ამის შემდეგ ევროკავშირი უვიზო რეჟიმის გაუქმებას ნებისმიერი ქვეყნისთვის შეძლებს, რომელიც მის სავიზო პოლიტიკას არ დაიცავს. ასევე, უვიზო რეჟიმი გაუქმდება იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობა, მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო გაუარესდება.

ამასთან, რეგულაცია შეჩერების მექანიზმის გააქტიურებას ამარტივებს, ხოლო უვიზო რეჟიმის შეჩერების საწყისი პერიოდი ამჟამინდელი 9 თვის ნაცვლად 12 თვემდე გაიზრდება. ეს საწყისი პერიოდი შესაძლოა, დამატებით 24 თვით გაგრძელდეს, რაც ამჟამად 18 თვეს შეადგენს.

დღემდე ევროკავშირის უვიზო რეჟიმი მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის, ვანუატუსთვის გაუქმდა, საქართველო კი მეორე ქვეყანაა, ვის მიმართაც ევროკავშირი ამჟამად უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს განიხილავს. ეს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით კეთდება, რომელმაც, ევროკავშირის შეფასებით, ანტიდემოკრატიული კურსი აირჩია.

82