jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე კოვიდ-19 ის ახალ ვარიანტზე საუბრობს და განმარტავს, თუ რამდენად საშიში და ვერაგია ვირუსის ეს ვარიანტი. 
 
"გაიცანით, ახალი კოვიდ ვირუსის ვარიანტი  “AY.4.2” ჯერ სახელი არ ააქვს (ზოგი ექსპერტი დელტა + უძახის, მაგრამ ის K417N არის. შესაბამისად ზოგი ექსპერტი დელტა ++ უძახის, რავი რაც გინდათ ის დაუძახეთ ფაქტია რომ ვერაგია. მე უფრო მომწონს “დელტას შვილიშვილი”), ისე დელტა ვარიანტის “ოჯახიდან” არის, პირველად “შეამჩნიეს” ივლისში მაგრამ უკვე გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე და 33 ქვეყანაში უკვე “ამოიცნეს” ლაბოლატორიებში: ავსტრალიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ამერიკაში, ევროპაში, ბრიტანეთში კი 6% ახალი ინფიცირებული უკვე ამ ახალი ვარიანტით არიან ინფიცირებულნი და ფხაკაძე გაცნობებთ რომ საქართველომდეც არის ჩამოღწეული ეს ახალი ვარიანტი (ოფიციალურად ჯერ ვერ/არ დაადგინეს, ისე ყველა ვარიენტების და ტალღების გამოცხადება მე მიწევს და მერე “ოფიციალურად” 1-2 კვირის მერე აღიარებენ ხოლმე, ამას მე მგონი ყველა შეეჩვია)!
 
ეს ვარიანტი არის “დელტა ვარიანტის” (B.1.617.2) 10-15% კიდევ უფრო გადამდები და ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანება.
 
შეგახსენებთ, “დელტა” ანუ ინდური ვარიანტი 50% უფრო გადამდები იყო ვინდრე “ალფა” ანუ ბრიტანული ვარიანტი!
 
ისე ვინც გადაიტანა უკვე კოვიდი, დაცულები არ ხართ რომ ეს დელტა+ და ++ არ დაგემართებათ, ჩათვალეთ რომ არც გადაგიტანიათ კოვიდი, ანუ იმუნიტეტი არ გააქვთ! ასევე, ვინც ხართ აცრილი სპუტნიკით, სინოფარმით, სინოვაკით და ასტრა ზენეკით დაცულები არ ხართ და დროზე აიცერით ფაიზერით! 
 
კარგი ამბავი არის ის, რომ საქართველოში არსებული ვაქცინებიდან “ფაიზერი” არის ეფექტური როგორც დელტა ასევე დელტა+ შემთხვევებში!", - წერს გიორგი ფხაკაძე. 
 
 
 
3793