 
        გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, განმარტავს, რომ სამედიცინო პირბადეში არაფერი არ არის “ბოჭკოს” გარდა. ბოჭკო ორთქლზე და ნესტზე რეაგირებს.

“მარეხი ბრძანდებით PSP Pharmacy/პსპ აფთიაქის ფარმაცევტი. ფიზიკა და ბიოლოგია სკოლაში საერთოდ არ გისწავლიათ?!
PSP Pharmacy - პსპ აფთიაქი,  აფთიაქების ქსელს კი მოვუწოდებ, სათანადო ტესტირება ჩაატარეთ, სანამ აიყვანთ თანამშრომლებს! თქვენს თანამშრომლებს სათანადო ტრენინგები ჩაუტარეთ,  კვალიფიკაცია რომ აუმაღლოთ!
ასეთი რამ სამედიცინო პერსონალისგან მიუღებელია.” - აღნიშნავს ფხაკაძე. 
ამ განცხადებით, პროფესორი სოციალურ ქსელში მოქალაქის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ჭიების მსგავსი ფორმის ბოჭკოები მოძრაობენ პირბადის შიდა არეში.
ცნობისთვის, ვიდეოს ავტორი პსპ- აფთიაქის ფარმაცევტია.
 
                         
                         
                         
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                         
             
             
             
                                     
                                    