
გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობდა დატოვა.
ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ამის შესახებ მან Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გურჯაანის მერად ყოფნის პერიოდში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა და მის გუნდსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.
„ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში. ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს – გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად!“ – წერს ზურაბ უტიაშვილი.