jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ჰაკერული გაერთიანება Anonymous რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ელოდებოდნენ პასუხს პუტინისგან, მათ მიერ გავრცელებულ ბოლო თხოვნაზე, თუმცა მიხვდნენ, რომ მოთმინება აღარ ყოფნით და გადადიან მოქმედებაზე. 
 
"ჩვენ მოთმინებით ველოდებოდით თქვენს პასუხს ჩვენს ბოლო თხოვნაზე. მაგრამ მივხვდით, რომ მოთმინება არ გვყოფნის, ვინაიდან ფეხს ითრევთ.
 
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თქვენ აირჩიეთ, უგულებელყოთ ჩვენი არსებობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი ოპერაციები კონკრეტულად თქვენ მოგიძღვნათ - ერთგვარი საჩუქარი. 
 
ალბათ გახსოვს 2018 წელს ჩვენ გავთიშეთ roscommodz-ის ვებგვერდი. 
 
ბატონო პუტინ, გახსოვთ, როცა ავღანეთის ხელში აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროს მონაცემები, რომელიც იმეილების მისამართებს და პაროლებს მოიცავდა. ეს მონაცემები ტვიტერზე გამოქვეყნდა და ახლა საჯარო ინფორმაციაა. 
 
თქვენ ბოლო მცდელობა, დაემუქროთ შვედეთს და ფინეთს, სამარცხვინოა. თქვენ დაემუქრეთ ამ ქვეყნებს შეჭრით იმ შემთხვევაში, თუ ისინი NATO-ს შეუერთდებიან.
 
ჩვენ გავთიშეთ ფედერალური ანტომონოპოლიური სამსახურის, კრემლის, Russia Today-ის ვებ გვერდები და რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საიტი. 
 
ვლადიმირ პუტინი ფიქრობს, რომ ეს დამთხვევაა, Anonymous ფიქრობს, რომ არა. 
 
ჩვენ ვცდილობთ, გამოვააშკარაოთ ის, რაც წლებია, დამალულია Anonymous-ის ძალით, რომელიც გიმკლავდებათ თქვენ და თქვენს ახლობლებს. 
 
მხოლოდ დროის ამბავია, გამოვააშკარაოთ ის სიბინძურე, რასაც თქვენ საზოგადოებას უმალავთ. თქვენი კარადის სიღრმიდან არც ერთი ჩონჩხი არ დარჩება ამოუბრუნებელი. 
 
ახლა მოვითხოვთ, აღადგინოთ უკრაინელი ხალხის უფლებები და გადადგეთ თანამდებობიდან. თქვენ ვერ შეძელით მოწყვლადი ადამიანების დაცვა, თქვენ, როგორც საჯარო მოხელემ, ვერ შეძელით თქვენი მორალური და სამოქალაქო მოვალეობების შესრულება, როცა მოინდომეთ მუდმივი მმართველობა ნაკლები პატიოსნებით". 
 
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით რაც ჰაკერებმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირადი მონაცემები  საჯარო გახადეს , მათი მაღალჩინოსნების ნომრებზე ზარები ხორციელდება. ამის ამსახველი ვიდეო მასალები კი სოციალურ ქსელში ვრცელდება. 
 
 
 
697