gorgia
ავერსი legi

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი თემურ ჭყონია პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალების გამო. ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი საქართველოს ეკლესიის, მართლმადიდებლობის, მთლიანად საქრისტიანოსა და ჩვენი ქვეყნის წინაშე განუზომელია.

უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ცხოვრება და ეპოქალური მსახურება არასდროს მიეცემა დავიწყებას. ის დარჩება, როგორც სულიერი წინამძღოლი, რომლის სიტყვა და საქმე კვლავაც გააგრძელებს გზის ჩვენებას მომავალი თაობებისთვის.

მისი გარდაცვალება მძიმე და შეუვსებელი დანაკლისია ჩვენი ოჯახისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, საქართველოსა და მთლიანად საქრისტიანოსთვის. მშვიდად განისვენოს მისმა სულმა", - წერია სამძიმრის წერილში.

 
96