jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.
 
კითხვა ყველა ქალაქისთვის ერთნაირად და მარტივად ჟღერდა - მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?
 
თბილისი:
ნიკა მელია - 48,4%
კახა კალაძე - 51,6%
 
ზუგდიდი: 
ანზორ მელია - 54,7%
მამუკა წოწერია - 45,3%
 
რუსთავი:
დავით კირკიტაძე - 53,1%
ნინო ლაცაბიძე - 46,9%
 
ქუთაისი:
ხატია დეკანოიძე - 51,7%
იოსებ ხახალეიშვილი - 48,3%
 
ბათუმი:
გიორგი კირთაძე - 51,3%
არჩილ ჩიქოვანი - 48,7%
 
კვლევა ჩაატარა IPSOS-გლობალმა, "მთავარი არხის" დაკვეთით. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. 
 
სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი ჩვენს კვლევაში +/- 3%-ია.
 
 
1107