jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ანტივაქსერი არ არის, თუმცა კვლავ იმეორებს, რომ კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის შემთხვევაში "ვაქცინა არ მუშაობს". მეტიც, მან თქვა, რომ "ბუსტერ" დოზის გაკეთებას "აზრი არ აქვს.
 
"ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან - ადამიანს, რომელმაც 5 მლნ ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი...
 
ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე - მოსახლეობას მე ტყუილს ვერ ვეტყვი. მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება ზედმეტი ახსნები. უყურებს ყველა და ანალიზს უკეთებს - ვაქცინა მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, "ომიკრონზე" უბრალოდ არ მუშაობს. თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს - ბუსტერიანზე და ა.შ...
 
[ჩემთვის] "ბუსტერს" აზრი არ აქვს - ომიკრონ გადატანილის უფრო მაღალი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე ბუსტერდოზიანს. მაგალითს გეტყვით, კიდევ ერთი მინისტრი, გვარს არ ვიტყვი, ოთხჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა "ომიკრონი". მაშინ თქვენ ამიხსენით, ვარ თუ არა მართალი?" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.
 
მსგავსი შინაარსის განცხადება ღარიბაშვილმა 14 თებერვალსაც გააკეთა. მან ამ დღეს მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ აცრის მიუხედავად, ადამიანები ინფიცირდებიან.
 
"ომიკრონის" შემთხვევაში ძალიან ბევრ შემთხვევაში კი არა, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს - ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემართება "ომიკრონი". მე ვარ აგერ მაგალითი, მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი "ფაიზერის" ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი"...
 
მიდგომა შეიცვალა იმიტომ, რომ აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, "მწვანე ბარათის" გამოყენებამ", - თქვა პრემიერმა.
693