jan-medi
ავერსი გოლდენ ბრენდი

მეორე ფრონტი სერიოზულად შეასუსტებდა რუსეთის პოზიციებს უკრაინის ფრონტზე და ეს არის ინტერესი, რისგანაც ჩვენ ვიცავთ წარმატებით ჩვენს ქვეყანას უკვე ორ წელიწადზე მეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ ინტერესების უკან დგას „გლობალური ომის პარტია“.

„ერთია ოკუპაცია და მეორეა მერე ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლი. როდესაც საუბარია ჩვენი ზომის ქვეყანაზე, თუნდაც ასეთი სცენარის რეალიზების შემდეგ, ანუ ასეთი ჰიპოტეტური სცენარი რომ განვიხილოთ, რაც მეორე ფრონტს შეიძლება მოჰყვეს, ვითარების კონტროლს სჭირდება რამდენიმე ათეული ათასი გაწვრთნილი სამხედრო. არა ისეთი სამხედრო, რომლის მობილიზება ხდება გაჭირვების ჟამს სხვადასხვა რეგიონიდან, არამედ, ათეულობით ათასი კარგად გაწვრთნილი სამხედრო, თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით, არტილერიით. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულად შეასუსტებდა რუსეთის პოზიციებს უკრაინის ფრონტზე. ამიტომ, იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველოს არ შეუძლია თავისი შესაძლო სცენარით დაასუსტოს რუსეთის პოზიციები პირველ ფრონტზე და ეს არის ინტერესი, რისგანაც ჩვენ ვიცავთ წარმატებით ჩვენს ქვეყანას უკვე ორ წელიწადზე მეტია, მაგრამ სამწუხაროდ, არ ეშვებიან. ამ ინტერესების უკან დგას ის, ვინც იდგა სხვა ინტერესების უკან, იგივე ძალა – ანუ „გლობალური ომის პარტია“. რასაც ჩვენ შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ,  მაგრამ ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ სუბიექტებს. ამ ძალებს აქვთ საკვანძო გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე აშშ-ზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. პირდაპირ შეიძლება ითქვას ერთი რამ, რომ ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია. არის სამწუხარო პროცესები და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები სამომავლოდ სასიკეთოდ შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერმა.

76