jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
იტალიაში ინდური შტამის ორი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, იტალიური საინფორმაციო საიტი Rai News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვენეტოს რეგიონის გუბერნატორმა ლუკა ზაიამ განაცხადა.
 
ლუკა ზაიას თქმით, ორივე შემთხვევა სოფელ ბასანოში დაფიქსირდა.
 
"ორი ინდოეთის მოქალაქე, მამა და ქალიშვილი, ინდური ვარიანტით არიან ინფიცირებული.  ახლა ათასობით ვარიანტია და ადრე თუ გვიან, ყველა ჩამოვა. რეალობა უნდა მივიღოთ, მივხედოთ და წინ წავიდეთ. კიდევ ორი პაციენტი იტარებს კვლევას ინდურ შტამზე, მაგრამ ისინი არ ცხოვრობენ ბასანოში. რაც შეეხება დადასტურებულ ორ შემთხვევას, ისინი ინდოეთიდან დაბრუნდნენ და იზოლირებულნი არიან. ჩვენ ამ საკითხს პანიკის გარეშე ვუმკლავდებით”- განაცხადა ლუკა ზაიამ. 
 
 
1320