gorgia
ავერსი legi

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი უქმდება. ამასთან, საბჭოს აპარატში ახალი სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, რომელიც საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი 2025 წლის 31 დეკემბრიდან გაუქმდება. ამავე პროექტით, დეპარტამენტის თავმჯდომარე, მისი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ახალი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნება.

მენეჯმენტის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, ახალ სტრუქტურულ ერთეულში დანიშვნის შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო მობილობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მოამზადეს.

86