ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.
„ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვებაც და ყველა საჭირო ღონისძიების გატარებაც საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. რა თქმა უნდა დაკვირვება გაგრძელდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
ექიმის ინფორმაციით, „პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილურია“.
|
113
|