
მიხეილ სარჯველაძისა და თამარ გაბუნიას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა - ინფორმაციას თავად უწყება აქვეყნებს.
მათი ცნობით, ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები - თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი - დაინიშნნენ.
"მიხეილ სარჯველაძემ, თამარ გაბუნიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პანდემიის მართვის, ჯანდაცვის მიმართულებისა და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების წარმატებით განხორციელებაში, მისი წვლილი აღნიშნა", - წერია განცხადებაში.
თამარ გაბუნია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა და ჯანდაცვის მიმართულებას კურირებდა.