საკრუიზო გემზე „ჰანტავირუსის“ გავრცელება პანდემიის დაწყებას არ ნიშნავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიისა და პანდემიისთვის მზადყოფნისა და პრევენციის დირექტორმა, დოქტორმა მარია ვან კერჰოვემ განაცხადა, ეს ვირუსი განსხვავდება „კოვიდ-19“-ისგან, რადგან „ჰანტავირუსი“ ვრცელდება მხოლოდ „ახლო, ინტიმური კონტაქტით“.
როგორც ცნობილია, თავდაპირველად გემზე 28 ქვეყნის დაახლოებით 150 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ამჟამად მიმდინარეობს საკრუიზო გემზე მყოფი მგზავრების მოძიება და მათი კონტროლი. ეს არის იშვიათი დაავადება, რომელიც, როგორც წესი, ინფიცირებული მღრღნელების შარდთან, განავალთან ან ნერწყვთან კონტაქტით არის გამოწვეული, თუმცა ამ კონკრეტულ აფეთქებაში პირველად დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე შესაძლო გადაცემა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, საერთო ჯამში, „ჰანტავირუსის“ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. სამი ადამიანი – ჰოლანდიელი წყვილი და გერმანიის მოქალაქე – გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოები აცხადებენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანდემიის ნიშნები არ არსებობს, თუმცა მონიტორინგი გრძელდება.