jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გრიპის ვაქცინის 200 000 დოზაზე მოსახლეობას წვდომა ოქტომბრიდან ექნებათ.
 
ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რა პერიოდში დაიწყება სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია.
 
„ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს გრიპის 200 000 დოზა ვაქცინას მიაწვდის; რა თქმა უნდა, კერძო სექტორი თავის მხრივ თავის წილ პასუხისმგებლობას ატარებს ამ მდგომარებასთან მიმართებით.
 
სეზონური გრიპის ვაქცინაზე ჩვენს მოქალაქეებს ხელმისაწვდომობა ოქტომბერში ექნება“, - განაცხადა მინისტრმა.
810