global distribution
გარე ავეჯი

 ხვალ, 23 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

ხრამი–რუსთავის მაგისტრალური ქსელი წარმოადგენს ერთადერთ და უმნიშვნელოვანეს წყალსადენს, რომელის საშუალებითაც სათავე ნაგებობიდან ქალაქ რუსთავამდე სასმელი წყალის  ტრანსპორტირდება ხდება. აღნიშნული მაგისტრალური მილსადენის განახლება სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც  სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

Gwp-ის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და მისი მოადგილე  ბესიკ ტოგონიძე, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან და  რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად ხრამი რუსთავის მაგისტრალური ქსელის  სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

ხრამირუსთავის მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო პროექტითავისი მასშტაბურობიდან გამომდინარესამ ეტაპად ხორციელდება და მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 14 მლნ ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა და განახლდა 2.2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელირაშიც ჯივიპიმ 6.7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელაამჟამად პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობსრომლის საინვესტიციო ღირებულება 4.7 მლნ ლარს შეადგენსგანხორციელებული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 2.3 კმ სიგრძის ქსელიდამონტაჟდა 17 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 5 საკვანძო ჭა;  სარეაბილიტაციო პროექტის მესამე ეტაპი ფარგლებში დაგეგმილია დამატებით 3 კმ სიგრძის ქსელის განახლებარისთვისაც კომპანია 2.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებსხოლო სამუშაოები 2026 წელს შესრულდება.” -  გიგა ნადირაძე, ტექნიკური დირექტორი.

ახლადმოწყობილი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ხვალ, 23 ოქტომბერს განახორციელებს. 

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 23 ოქტომბერს, ღამის 03:00 საათიდან 24 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს,  ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობითhttp://www.gwp.ge.

80