gorgia
ავერსი legi

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს განახლებულ ვებ-გვერდსა და ციფრულ სერვისებს სთავაზობს. კომპანიის ცნობით, ახალი ვებ-პლატფორმა საშუალებას აძლევს „ჯივიპის“ აბონენტებს დისტანციურად, სწრაფად, მარტივად და კომფორტულად ისარგებლონ ყველა საჭირო მომსახურებით.

„ვებ-გვერდი სრულად მორგებულია ყველა ტიპის მოწყობილობაზე - კომპიუტერებსა და მობილურებზე, რაც უზრუნველყოფს მომსახურების ონლაინ ხელმისაწვდომობას ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.

„ჯივიპის“ მოდერნიზებული ვებ-გვერდის მთავარი სიახლე მომხმარებლის პერსონალური კაბინეტია, სადაც აბონენტები დარეგისტრირების შემდეგ შეძლებენ მართონ პირადი მონაცემები, აკონტროლონ დავალიანება, გადაიხადონ მომსახურების საფასური და საჭიროებისამებრ დააფიქსირონ მრიცხველის ჩვენება ონლაინ. კაბინეტიდან ასევე შესაძლებელია აბონენტის მისამართზე დაგეგმილი ან მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი, განაცხადების დაწერა და მისი სტატუსის შემოწმება, ასევე პრობლემური საკითხების დაფიქსირება.

გარდა პერსონალური სერვისებისა, განახლებული ვებ-გვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს კომპანიის მნიშვნელოვან პროექტებს, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

„ჯივიპი“ მომხმარებლის კომფორტს, მომსახურების გამარტივებასა და ციფრულ ტრანსფორმაციას ერთდროულად უზრუნველყოფს, რაც კომპანიის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილია“, -აღნიშნულია „ჯივიპის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

69