კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ეხმაურება მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც წყლის გზის ზედაპირზე გამოსვლა გამოიწვია.
განვმარტავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს, 7 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეო ასახავს გლდანის მე-7 მიკრორაიონის N1 კორპუსის მიმდებარედ, ავარიულად დაზიანებულ კომპანიის მფლობელობაში არსებულ წყალმომარაგების გამანაწილებელ მილს და არა საკანალიზაციო თუ წყალსადენის ჭას.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები. უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და წყლის დინების შეჩერების მიზნით, ოპერატიულად დაიკეტა შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამ წუთებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მილის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.