gorgia
ავერსი legi

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიღმის მასივის მე-3 კვარტალში მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობითვე, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების ინფრასტრუქტურა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

„სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე „ჯივიპის“ ტექნიკურ დირექტორთან, გიგა ნადირაძესთან ერთად დავით გელოვანი, დიდუბის რაიონის გამგებელი და შოთა ქევხიშვილი, თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს წყალმომარაგების ქსელის 390 მეტრი სიგრძის მონაკვეთის სრულ შეცვლას. პროექტის ფარგლებში ახალ ქსელზე დამონტაჟდება 3 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი და მოეწყობა 22 ერთეული საკვანძო ჭა, რაც სისტემის გამართულ მუშაობასა და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

ამასთან, სრულად განახლდება წყალარინების ქსელის 420 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და 14 ერთეული წყალარინების ჭა მოეწყობა. განახლებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეამცირებს ქსელის დაზიანების რისკს და უზრუნველყოფს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები „ჯივიპიმ“ 2026 წლის 27 იანვარს დაიწყო და მარტის ბოლოს დაასრულებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 650,000 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად დიღმის მასივის მე-3 კვარტლის აბონენტებს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

38