janmedi
ავერსი ნემო

 თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძიუნის შეხვდება.

„თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ს, სადაც შეხვედრას გამართავს კომპანიის დირექტორ სუნ იონგცაისთან და თბილისის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.

თბილისის მერთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაშია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
69