jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
კიევი-ჟიტომირის გზატკეცილზე ხიდი ააფეთქეს. დაიღუპა 8 წლის ბიჭი, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დანგრეული ხიდიდან 5 მანქანა გადმოვარდა, აქედან 1 ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. ხიდის აფეთქების შედეგად კიევიდან ჟიტომირში გადასვლა შეუძლებელია.
 
ამასთან, რუსული ავიაცია აქტიურად ბომბავს საცხოვრებელ ბინებს ჩერნიგოვში, სადაც უკრაინის არმიამ მოახერხა მტრის მოგერიება. უკრაინელებმა გოროდნიას მიმდებარე ტერიტორიიდან რაკეტა ესროლეს რუსების კოლონას. განადგურდა დაახლოებით 20 ერთეული ტექნიკა. დანაკარგი დიდია, არიან დაჭრილები და დაღუპულები.
698