golden brand
ავერსი ნემო

ტესტი ჩავარდება, ბუნებრივია, როგორც ჩავარდა ყველა წინა ტესტი, აქაც არავითარი პერსპექტივა არ აქვს ასეთ აქციას. 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალისთვის თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე. როდესაც ცდილობ ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ბუნებრივია, ამას ვერ ექნება ვერანაირი წარმატება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ძალები, რომლებიც ორიენტირებულები არიან საზოგადოების „გახლეჩისკენ“, ქართლ საზოგადოებაში წარუმატებლობისთვის არიან განწირულები.

„ტესტი ჩავარდება, ბუნებრივია, როგორც ჩავარდა ყველა წინა ტესტი, აქაც არავითარი პერსპექტივა არ აქვს ასეთ აქციას. 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალისთვის თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე. როდესაც ცდილობ ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ბუნებრივია ამას ვერ ექნება ვერანაირი წარმატება. თავის თავად იდეა არის განწირული წარუმატებლობისთვის, ისეთ საზოგადოებაში როგორიც ქართული საზოგადოებაა. ქართლი საზოგადოება ვითარდება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ძალიან სწრაფად, ძალიან სწრაფად ვითარდება თვითშეგნება და ასეთ დროს შეუძლებელია მიაღწიონ წარმატებას ისეთმა ძალებმა რომლებიც ორიენტირებულები არიან საზოგადოების გახლეჩისკენ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ. ქართულ საზოგადოებას ისინი შეცდომაში ვერ შეიყვანენ“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, განხეთქილება, რომელიც აშკარაა ოპოზიციური ალიანსის შიგნით, მათი სისუსტის გამოხატულებაა.

„ეს არის აბსოლუტურად დასუსტებული პოლიტიკური ძალები, თვითონ დაისუსტეს საკუთარი თავი, დაისუსტეს საკუთარი წარსულით და მიმდინარე პროცესებით. მთლიანობაში წარმატების არანაირი რესურსი ამ გაერთიანებას არ აქვს. ეს არის ძალიან მძიმე წარსულით გაერთიანებული პოლიტიკური ძალა და ასეთი წარსულით ისეთ საზოგადოებაში როგორიც არის ქართლი საზოგადოება ამ ტიპის პოლიტიკური ძალა ვერ იქნება წარმატებული. განხეთქილებებიც, რომელიც აშკარაა ამ გაერთიანებაში, არის მათი სისუსტის გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ.

73