
სინამდვილეში, "მეგობარი აქტი“ მტრული აქტი იყო ქართველი ხალხის, ჩვენი ეროვნული ინტერების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადატვირთოს ურთიერთობები და განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან.
„საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა, ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი - სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ, დანარჩენი არის დამოკიდებული აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.