
ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო. თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, სამწუხაროდ, ეს არის ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც ევროპარლამენტშია.
„ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, სამწუხაროდ, ეს არის ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან. მახსოვს 80-იან წლებში მათი პათოსი, განხილვების შინაარსი, უსამართლობის ხარისხი, სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტი არაფრით განსხვავდება ამ ყველაფრისგან. იმედი მაქვს, პირველ რიგში, გაჯანსაღების პროცესი და ცვლილებები შეეხება ევროპარლამენტს. ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ევროპარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.