gorgia
ავერსი legi

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვარში, GCCA-ში - 190 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 524 შეადგინა. 

სააგენტოს ინფორმაციით, შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75 %-ით, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 217 %-ით არის გაზრდილი.

„საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 13 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 20 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს - 13 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 34 185 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 10 საქმეზე - 9 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 77 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 4 %, ქვემო ქართლი 4 %, იმერეთი 3 %, კახეთი 3 %, სამცხე-ჯავახეთი 3 % და სხვ.

მიმდინარე წლის 1 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 70 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 49, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 41, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 9, ხოლო სხვა დანარჩენზე - 21. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 65 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 13 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 19 %“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

113