gorgia
ავერსი legi

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

სცენაზე მალე იხილავთ სპექტაკლს „მუდმივი ბავშვობის ჰიგიენა“, რომელიც შექმნილია ამელი ნოტომის ცნობილი რომანის „მკვლელის ჰიგიენის“ მიხედვით. დადგმა ეკუთვნის ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს დავით თურქიაშვილს, ხოლო პიესის ვერსიის ავტორია დრამატურგი ვალერი ოთხოზორია.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ზაზა სალია და სალომე ჭაფოძე.

დეკორაციაზე მუშაობდა ირაკლი ტუღუში, ხმის რეჟისორია გიორგი როყვა.

დრამატული ამბავი მოგვითხრობს ნობელის პრემიის ლაურეატ მწერალზე, რომელიც 83 წლის ასაკში, 25-წლიანი სიჩუმის შემდეგ, პირველად ხვდება ჟურნალისტებს. ინტერვიუს დროს მისი ცხოვრება მოულოდნელად თავდაყირა დადგება, რაც გახდება სიუჟეტის მთავარი ინტრიგა.

561