janmedi
ავერსი ნემო

ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო მომსახურების მიწოდებას შპს „ვანილა ივენთი“ უზრუნველყოფს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცხადებულ შესყიდვაში სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ მასთან უკვე ხელშეკრულებაც გააფორმა.

გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიების ჩატარება 515 008 ლარი დაჯდება.

„ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ჩატარების ღონისძიების კრეატიული კონცეფციის, ვიდეოწარმოების და შოუ-პროდუქციის სრული ორგანიზების და მომსახურება შესყიდვა,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების მიწოდება უწდა განხორციელდეს 2026 წლის 20 ივლისს, 15:00 საათზე.

ინოვაციების სააგენტოსა და შპს „ვანილა ივენთს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დეტალურად არის გაწერილი, თუ რა მომსახურების მიწოდების ვალდებულება აქვს კომპანია. მათ შორისაა:

  • 200 დრონისგან შემდგარი, 10-15 წუთიანი, 8- 10 ვიზუალით დრონების შოუ, კონტენტის შექმნა, სატესტოს ფრენა ტექნიკური პერსონალი, ლოჯისტიკა;
  • კოქტეილის მაგიდა მეტალის ფეხებითა და პლასტიკის ზედაპირით, დაფარული გადასაფერებლით (რაოდენობა 25);
  • ცქრიალა ღვინოს - ვინივერია (რაოდენობა 400);
  • ორგმინის ბრეწდირებული ტრიბუნა;
  • ლაზერი, ბოლის აპარატი, მართვის პულტი, ტექნიკური პერსონალი;
  • ვიდეო გადაღება გადამღები ჯგუფი.

ხელშეკრულების მიხედვით, ღონისძიების ხანგრძლივობა იქნება დაახლოებით 1 საათი იქნება, დამსწრეთა რაოდენობა კი საორიენტაციოდ 400 ადამიანია.

შეგახსენებთ, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი წარმოადგენს მულტიფუნქციურ ინოვაციურ სივრცეს, რომელიც გააერთიანებს ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, ტექნოპარკს, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას FabLab, 3D პრინტერების ლაბორატორიას, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, STEAM, IoT, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის ლაბორატორიასა და სხვა ექსპერიმენტულ სივრცეებს სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის; ამასთანავე, ადგილზე წარმოდგენილი იქნება TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, AI მძლავრი მონაცემთა და კომპეტენციების ცენტრი, საერთაშორისო IT კომპანიების ოფისები, აწარმოე საქართველოში საკონსულტაციო ცენტრი - Growth Hub და საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი.

108