global distribution
გარე ავეჯი

კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს გერმანელ კოლეგებს და ელჩ პეტერ ფიშერს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს. 

უწყების განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ელჩის მიმართ წაყენებული უსაფუძვლო ბრალდებები, აგრესიული რიტორიკა და თავდასხმები სრულიად მიუღებელია

„„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები, აგრესიული რიტორიკა და თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ასეთი თავდასხმები მხოლოდ აღრმავებს საქართველოს თვითიზოლაციას“, - აცხადებენ ლიეტუვის საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

100