
რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები, მაგალითად, ინდივიდუალურად მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან, ისევე როგორც მოგზაურობის აკრძალვა ინდივიდებისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში, თინა ბოკუჩავას, ნიკა გვარამიასა და რამდენიმე ევროპარლამენტარის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.