 
        
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე სამუშაოები განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ორივე მიმართულებით.
 
                         
                         
                         
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                         
             
             
             
                                     
                                    