ზედა ზღვარი, იგივე რეფერენტული ფასი, დამატებით კიდევ რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე დაწესდა. ამის შესახებ „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ.
ახალ ჩამონათვალში მოცემულია მედიკამენტების როგორც საბითუმო ისე საცალო ფასის ზედა ზღვარი.
Captopril (912.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20) - საბითუმო მაქსიმალური ფასი 1.5 ლარი, საცალო მაქსიმალური ფასი 2.1 ლარი;
Diazepam (10მგ ტაბლეტი N24) - საბითუმო მაქსიმალური ფასი - 2.62 ლარი, საცალო მაქსიმალური ფასი - 3.67 ლარი;Enalapril (10მგ ტაბლეტი N100) - საბითუმო მაქსიმალური ფასი 11.26 ლარი, საცალო მაქსიმალური ფასი - 14.64 ლარი
Ibuprofen (1% 147მლ ვაგინალური ხსნარი N1) - საბითუმო მაქსიმალური ფასი - 13.36 ლარი, საცალო მაქსიმალური ფასი - 17.37 ლარი;
Omeprazole (10მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა) - საბითუმო მაქისიმალური ფასი - 2.3 ლარი, საცალო მაქსიმალური ფასი - 3.22 ლარი;და ა.შ
მედიკამენტების სრული სია იხილეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს, ეტაპობრივად ფართოვდება . როგორც მთავრობა განმარტავს, გეგმაშია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტები სრულად მოიცვას.
ცნობისთვის, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი იმ წამლებზეც ვრცელდება, რომლებზეც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.