gorgia
ავერსი legi

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გუშინ ჩამოწოლილი მეწყრის გამო, ტყიბული-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალია დაზიანებული, რის გამოც ამ დროისთვის ტყიბულიდან ქუთაისის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

ტყიბულიდან ქუთაისის მიმართულებით ტრანსპორტის ნაწილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის გავლით გადაადგილდება, ნაწილი კი სოფელ კურსების შემოვლითი გზით.

ამ დროისთვის უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე.

69