jan-medi
ავერსი შნაიდერი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, თელავში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო სექტორთან, მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ინტერაქციული შეხვედრები, სექტორის კიდევ უფრო განვითარებას უწყობს ხელს.

„შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) კლინიკების დაფინანსების სისტემას და ამ კუთხით, ბოლო დროს განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს. მინისტრმა, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი რეფორმები განიხილა. ყურადღება გამახვილდა, სამედიცინო სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე. საუბარი შეეხო, სექტორში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის რეგიონებში სპეციალისტების დეფიციტს. ისაუბრებს პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე და სხვა მიმდინარე თემებზე.

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი - ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

67