jan-medi
ავერსი საქკაბელი
1-ელი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა.

 

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა, სადაც ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი ხანდაზმულთა საჭიროებებს და პანსიონატში მოქმედ სამედიცინო სერვისების ხარისხს გაეცნო.

მისივე განცხადებით, ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებით მათი უზრუნველყოფა, სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

53