jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
მივმართავ უკრაინელ ხალხს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
 
მისივე თქმით, უნდა შევძლოთ გაერთიანება იმ დიდი ეროვნული იდეის გარშემო, რასაც წარმოადგენს დამოუკიდებელი, ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფო.
 
„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა! სამწუხაროდ, ოკუპაცია მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არ არის და დღესაც გვიწევს ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
 
25 თებერვალი არის დღე, რომელმაც საუკუნის წინ უთანასწორო ბრძოლაში საქართველო დააშორა ევროპულ არჩევანს!
 
საუკუნის შემდეგაც, დღეს არის რეალობა, როცა ჩვენს მეგობარ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, კვლავ სრული სიმძაფრით აღვიქვამთ ამ თარიღის ტრაგიკულობას.
 
საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად დაღუპული გმირების პატივისცემა ჩვენ ახალ მისიას გვაკისრებს! ჩვენ უნდა შევძლოთ გაერთიანება იმ დიდი ეროვნული იდეის გარშემო, რასაც წარმოადგენს დამოუკიდებელი, ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფო. როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიცია, ქართველი ხალხის ეროვნული თავმოყვარეობა არსად გამქრალა, ღირსება არ დაგვიკარგავს და კვლავ ჩვენი ღირებულებების ერთგული ერი ვართ!
 
მივმართავ უკრაინელ ხალხს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს”,- წერს გახარია.
 
შეგახსენებთ , რომ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ განაცხადა , რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ უერთდება. 
 
 
870