ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მიმართა ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ არ არსებობს გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა. ამის შესახებ მან ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
,,რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ უკრაინამ მოითხოვა ევროკავშირის წევრობა. არ არსებობს დაჩქარებული პროცედურა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა რუტემ.
შეგახსენებთ, უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი რუსეთის შეჭრის შემდეგ გააკეთა.